DMO-მ სამეგრელოს ტურისტული განვითარების გეგმა წარადგინა
ზუგდიდის ტექნოპარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ (DMO) რეგიონის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა. DMO-ს ხელმძღვანელის ლევან წულაიას თქმით, ეს არის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა, რის მიხედვითაც სამეგრელოში ტურიზმი სამი მიმართულებით, ანტიკური კოლხეთის რევიტალიზაცია, ბუნება და თავგადასავლები და გასტროტურიზმის მიმართულებით უნდა განვიტარდეს.
ანტიკური კოლხეთის რევიტალიზაცია მოიცავს:
ტურისტული პროდუქტების განვითარება;
კულტურული ტურების განვითარება;
კოლხურ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ძეგლებისა და არტეფაქტების გაცნობა/გაცოცხლება;
საგამოფენო სივრცეების მოწყობა (წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ეთნოგრაფიული მასალა);
კვების სივრცე (კოლხური ტრადიციული სამზარეულო);
კოლხური ნავების მშენებლობა და გამოყენება ტურისტულ ინდუსტრიაში;
გასართობი ცენტრების მოწყობა;
კოლხური სილამაზის რეცეპტების აღდგენა.
ბუნება და თავგადასავლები:
ცხენოსნობა;
კაიაკინგი;
რაფტინგი;
ჰაიკინგი;
ველოტურიზმი;
კანიონინგი.
გასტრო ტურიზმი:
აჯიკის სახლის მოწყობა;
ვიზიტი ადგილობრივ მეწარმეებთან (ენდემური სახეობების წარმოების ტექნოლოგების გაცნობა და პროდუქციის დაგემოვნება);
ვიზიტი ადგილობრივ ბაზარში;
სხვადასხა ფესტივალების მოწყობა.
აღნიშნული სამოქმედო გეგმა შემუშავებულია მოწვეული ექსპერტის მიერ, სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამონაწილეობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ტურიზმის მიმართულების გუნდის აქტიური ჩართულობით. მისი მიზანია ისეთი გზამკვლევი დოკუმენტის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის მდგრად განვითარებას და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაზრდას.
პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სამეგრელოს რეგიონში ახალი და ინოვაციური ტურისტული პროდუქტების შემუშავება, ახალი და არსებული ტურისტული ობიექტებისა და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაცია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) არის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ის თანამშრომლობით შექმნილი ორგანიზაცია, რომლის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტები.
რადიო "ათინათი"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
DMO-მ ტურიზმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გა...
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ფრიდერიკ შოპენი - ვალსი, თხზულება 69 N2 / Frederic Chopin, W...
DMO Imereti
იმერული პოპური - ჩვენი კვარტეტი / Imeretian Potpourri - Chve...
DMO Imereti
ბურლესკა - დიმიტრი შოსტაკოვიჩი / Burlesque - Dmitri Shostako...
DMO Imereti
რონდო ტოკატა - რევაზ ლაღიძე / Rondo Toccata - Revaz Laghidze
DMO Imereti
შენ უბიწო - ღვთისმშობლის საგალობელი - თამარ სტურუა / Chant f...
DMO Imereti
ნუ მეძახი - ნიცა კირვალიძე / Don't Call Me - Nitsa Kirvalidz...
DMO Imereti
დათო ტურაშვილი ქუთაისის შესახებ / Dato Turashvili narrates t...
DMO Imereti