ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

02.05.2021 02:16

13 752 ლაბორატორიული კვლევა და 988 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,18 %-ია. ბოლო 14 დღის განმავლობაში ეს სტატისტიკა 5 პროცენტს მიუახლოვდა. მკვეთრად გაზრდილია ლეტალობის რიცხვიც, 24 საათში „კოვიდ-19“-ის გართულებებით 21 პაციენტია დაღუპული.  ვირუსის გავრცელების ძირითადი კერა დედაქალაქია. მობილობის შემცირების მიზნით, სადღესასწაულო დღეებში ძალაში რჩება სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები. დღეიდან 4 მაისის ჩათვლით, მოქალაქეებს სასაფლაოებზე გასვლა ეკრძალებათ, ხვალიდან 12 მაისის ჩათვლით კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს. სააღდგომო დღეებში ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს რეკომენდაციების განსაკუთრებით მკაცრად დაცვისკენ და ხალხმრავალ შეკრებებზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ. ~ ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: