ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში


13 752 ლაბორატორიული კვლევა და 988 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,18 %-ია. ბოლო 14 დღის განმავლობაში ეს სტატისტიკა 5 პროცენტს მიუახლოვდა. მკვეთრად გაზრდილია ლეტალობის რიცხვიც, 24 საათში „კოვიდ-19“-ის გართულებებით 21 პაციენტია დაღუპული.  ვირუსის გავრცელების ძირითადი კერა დედაქალაქია. მობილობის შემცირების მიზნით, სადღესასწაულო დღეებში ძალაში რჩება სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები. დღეიდან 4 მაისის ჩათვლით, მოქალაქეებს სასაფლაოებზე გასვლა ეკრძალებათ, ხვალიდან 12 მაისის ჩათვლით კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს. სააღდგომო დღეებში ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს რეკომენდაციების განსაკუთრებით მკაცრად დაცვისკენ და ხალხმრავალ შეკრებებზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ.
~
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან