2.8 მილიონი აშშ დოლარის სამედიცინო ტექნიკა: იაპონიიდან საქართველოში(c)Minister of Finance of Georgia

07/22/2020
GGP Georgia-ის მიერ

დღეს საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა - ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა - ბატონმა ივანე მაჭავარიანმა, ხელი მოაწერეს ნოტების გაცვლას იაპონიასა და საქართველოს შორის, საქართველოსთვის მაღალტექნოლოგიური იაპონური სამედიცინო აღჭურვის გადაცემის მიზნით.
ტექნიკისთვის იაპონიის მთავრობამ გამოყო საქართველოსთვის 300 მილიონი იენი (დაახლოებით 2.8
მილიონი აშშ დოლარი). კონკრეტული ტექნიკის საკითხი გადაწყდება საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად.
იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი მხარდაჭერა არა მხოლოდ კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში დაეხმარება საქართველოს, არამედ მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს საშუალო და გრძელვადიან სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის, სამედიცინო სისტემის გაძლიერებით.
უკვე ორ ათწლეულზე მეტია, იაპონია მხარს უჭერს საქართველოს მდგრად განვითარებას მისი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს უსაფრთხო და განვითარებული გარემო. მაგალითისთვის, იაპონიის მთავრობის დაფინანსებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის განვითარება (პირველი ფაზა) და პროექტები გარემოს დაცვის მიმართულებით - მათ შორით, სუფთა ენერგიის წარმოებისათვის (მზის პანელების მეშვეობით თბილისის აეროპორტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (480,000,000 იენი - დაახლოებით 453 მილიონი აშშ დოლარი)
მეტიც, იაპონიის მთავრობამ დააფინანსა 180 პროექტი - გრასრუტების ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში (18 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების) ბოლო 20 წლის განმავლობაში. თითოეული პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას საქართველოში.
იაპონიის მთავრობა მომავალშიც განაგრძობს მხარდაჭერას და თანამშრომლობას სახელმწიფოს მედეგობის გასაზრდელად - მათ შორის ისეთი პროექტებით, რომლებიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, განათლების სექტორის განვითარებას - რაც ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია სახელმწიფო განვითარებაში.
იაპონიის მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვროს. ბოლოს კი, გვსურს გამოვხატოთ გულწრფელი მეგობრობა იაპონელი ხალხისგან ქართველებისადმი.
#იაპონია #ჯანდაცვა #იაპონურიტექნიკა

ვიდეოები „GGP Georgia"-ისგან