სინგაპური კოვიდშეზღუდვების მოხსნას გეგმავს
„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრებით სინგაპური მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ვაქცინის ორივე დოზით მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი აიცრა. როგორც მედია წერს, პატარა ქალაქ-სახელმწიფო, სადაც 5.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნას გეგმავს. მიმდინარე წლის ნოემბრისთვის, მოსახლეობის სრულად აცრას გეგმავს იაპონია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო სფეროს თანამშრომლებისთვის და ხანდაზმულებისთვის ე.წ. გამაძლიერებელი დოზები მომავალი წლის დასაწყისიდან იქნება გათვალისწინებული. „დელტა“ ვარიანტის შეჩერების მიზნით, ავსტრალიის ქალაქ მელბურნში შემზღუდველი ზომების მოქმედება გახანგრძლივდა. ავსტრალიაში კოვიდაფეთქების ეპიცენტრად ახალი სამხრეთ უელსის შტატია გამოცხადებული. „კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, ახალი ზელანდიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეპიდემიის მართვაში ქვეყანას შესაძლოა, რამდენიმე ცვლილების შეტანა დასჭირდეს. „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 8 416 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გერმანიაში, სადაც ბოლო ერთ დღეში ვირუსს 12 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე, გერმანიაში დემონსტრანტებმა „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტეს. „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, აშშ-ის საავადმყოფოები გადატვირთულია. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში „კოვიდ-19“ 247 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 2 700 ადამიანი კი გარდაიცვალა. გასული კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევები აშშ-ის 42 შტატში გაიზარდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სინგაპური VS ხაშური | 500 $ ის ჩელენჯი @gota თან ერთად
Soso Around The World
სინგაპური დიაბეტთან ბრძოლის მიზეზით შაქრიანი სასმელების რეკლ...
PalitraNews
სინგაპური 2019
Tengo Ebralidze
სინგაპურის ბიზნესდელეგაცია თბილისში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მიკროფონი (სინგაპური)
verikok
მაესტრო (09.07.2012) სინგაპური ქართულად
Globby Ge
როგორ გაუმკლავდნენ სამხრეთ კორეა და სინგაპური COVID 19 ს
TV IMEDI
ნიკა გილაური სინგაპურში
Nika Gilauri