ოთარ ჭილაძე - "რა დამაძინებს" | #სხვაპოეზია

11/19/2018
Shalva Berianidze-ის მიერ

👉 ყველა ლექსის სანახავად მიჰყევით ბმულს / to see all the poems, please, follow the link: https://bit.ly/2OEekS8

FB Page: http://bit.ly/2H12tHA
FB Group: https://bit.ly/2Zsf7L5
Blog: http://bit.ly/2Np6czO

#სხვაპოეზია

ოთარ ჭილაძე - \"რა დამაძინებს\"
კითხულობს: ბექა ხუციშვილი
მონტაჟი: სდასუ TV
პროექტი: სხვა პოეზია

Otar Chiladze - \"Ra Damadzinebs\"
Read by Beka Khutsishvili
Video: SDASU TV
Project: Another Poetry

\"რა დამაძინებს\"

რა დამაძინებს, რა დამაძინებს...
უსაშველოა წუხილი ჩემი.
შენი თვალების ზღვაში ჩავძირე
იმედისა და ოცნების გემი.

ვერ დამათრობდა კარგი თამადაც -
ერთი ღიმილით შენ რომ დამათვრე.
რატომ შემხედე ასე თამამად,
თვალები რატომ შემომანათე...

მას მერე ჩემთვის ყველან ღამეა
და ყოველ წუთას უფრო ღამდება.
ჩემი სიმღერაც განა რამეა,
ოღონდ ეგაა - არ დამთავრდება.

რა დამაძინებს... რა დამაძინებს...
უკვე მეძინა მე ჩემი წილი...
მაგრამ ამ მიწას ვიდრე ვამძიმებ -
არ გეღირსება შენც ტკბილი ძილი.

ვიდეოები „Shalva Berianidze"-ისგან