უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა


უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გარდაცვლილია ბატალიონ „კარპატსკა სიჩის“ მებრძოლი, 46 წლის ვიტალი ორბელაძე. თანამებრძოლების ინფორმაციით, ის 23 აპრილს, ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმის დაცვის დროს დაიღუპა.

ვიტალი ორბელაძე აფხაზეთიდან დევნილი იყო და კიევში ცხოვრობდა. მას ექვსი შვილი და ოთხი შვილიშვილი ჰყავდა. ქართველი მებრძოლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს ელჩი უკრაინაში. დიპლომატის ცნობით, ვიტალი ორბელაძე უკრაინაში დაკრძალეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან