უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

26.03.2022 02:03

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლის დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ადასტურებს უკრაინაში საქართველოს საელჩო. დაღუპული მეომრის თანამებრძოლის ინფორმაციით, შენაერთი ქალაქ ირპენში საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოჰყვა. დაღუპულია საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრი, ვეტერანი დავით გობეჯიშვილი. ის  წარმოშობით სოხუმიდან იყო. დაღუპულის ცხედარი კიევში გადაასვენეს. მას სავარაუდოდ რამდენიმე დღეში, პოლონეთის გავლით, საქართველოში გადმოასვენებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო