„ფერმა“ - 28 აპრილს, 12:15 საათზე


ბოდბე. წმინდა ნინოს სავანე. მონასტრული ცხოვრება და მზადება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის. დედების მორჩილება, კარგად განვითარებული მეურნეობა, ლოცვით დათესილი მარცვალი და მისგან აღმოცენებული პური ჩვენი არსობისა. ადამიანისა და შინაური ცხოველის ურთიერთობა, ზრუნვა და მსახურება ერთმანეთისთვის. წელიწადში თორმეტჯერ გამოცვლილი ყვავილების ხალიჩა და ღვაწლი, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება;
სააღდგომო „არტი-შოკში“ - სხვადასხვა ფერში, სურნელში და ორიგინალურ ფორმებში გამოხატული სილამაზე. ძველი ნივთები, მცენარეები და მამკოდის ტყე, რომელიც ფლორისტ ქეთი ჯანხოთელის ინსპირაციის წყაროდ იქცა. გზა, პედაგოგობიდან ფლორისტობამდე და დეკორატიული მცენარეების მებაღეობამდე. სასწავლებელში ჩაბარების შემდეგ შეცვლილი არჩევანი, რომელმაც საკუთარი თავი აპოვნინა, ფანტაზია და მარჯვე ხელები - ნახეთ კვირას, 28 აპრილს, 12:15 საათზე, გადაცემაში „ფერმა“.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან