საშობაო ალილო გორში

07.01.2021 00:51

პანდემიის გამო, განსხვავებული იყო საშობაო მსვლელობა გორშიც. ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში მრევლი მაინც შეიკრიბა, თუმცა ალილოში წელს მონაწილეობა მხოლოდ სასულიერო პირებმა მიიღეს. არ ყოფილა არც ბაირაღები და არც საშობაო საგალობლები. ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ, ქალაქის ქუჩები აკურთხა და მოსახლეობას ქრისტეშობა მიულოცა. მან მრევლს ერთობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ყველა განსაცდელის დაძლევა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: