უკრაინამ საქართველოს ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა

21.10.2022 05:31

უკრაინამ საქართველოს ოთხ მოქალაქეს - ალექსანდრე ივანიშვილს, უჩა და ტატე მამაცაშვილებს და ქეთევან ხარაიძეს სანქციები დაუწესა. შესაბამის განკარგულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა. განკარგულების მიხედვით, სანქციები გულისხმობს აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების, უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენებისა და ტრანსპორტირების ტრანზიტის შეზღუდვას, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის პრევენციას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას ან შეჩერებას, უკრაინის ეროვნული ბანკის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის აკრძალვას, უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის აკრძალვას. საერთო ჯამში, ზელენსკის განკარგულებით, სანქციები 3 600-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო, რომელთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა. სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შვილი და ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

უკრაინამ საქართველოს ოთხ მოქალაქეს დაუწესა - აშშ-ის ელჩის გამოხმაურება
01:18

უკრაინამ საქართველოს ოთხ მოქალაქეს დაუწესა - აშშ-ის ელჩის გა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინის სანქციები საქართველოს ოთხ მოქალაქეს
04:09

უკრაინის სანქციები საქართველოს ოთხ მოქალაქეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსული ოკუპაციის ტრაგიკული შედეგი / რუსეთის შესაჩერებლად უკრაინა MAP-ს ითხოვს #LIVE
01:04:00

რუსული ოკუპაციის ტრაგიკული შედეგი / რუსეთის შესაჩერებლად უკრ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინამ საქართველოს გიორგი სამუშია გადმოსცა
01:07

უკრაინამ საქართველოს გიორგი სამუშია გადმოსცა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინა საქართველოს „ბუკის“ სისტემების დაბრუნებას სთხოვს
02:06

უკრაინა საქართველოს „ბუკის“ სისტემების დაბრუნებას სთხოვს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

\"უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა\"
02:52

"უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

თავდაცვის სამინისტროს განცხადება
01:31

თავდაცვის სამინისტროს განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ტერორიზმში ბრალდებულის ექსტრადირება
01:28

ტერორიზმში ბრალდებულის ექსტრადირება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო