შიჰანის არქეოლოგიური გათხრები


„შიჰანის პროექტს დიდი დატვირთვა აქვს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ღრმა ქრისტიანული ფესვებისა და ისტორიისთვის, არამედ სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი განზომილებაა ქართულ-იორდანულ ორმხრივ ურთიერთობებში,“  - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იორდანიაში, შიჰანის მთაზე ქართული ისტორიული კვალის მოძიების მიზნით დაგეგმილი ერთობლივი არქეოლოგიური პროექტის შესახებ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარი შიჰანის მთაზე არქეოლოგიური გათხრების შესახებ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ გადაცემული სიუჟეტის შემდეგ გააკეთა. იორდანიაში, ქალაქ კარაკში მდებარე შიჰანის მთაზე საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორმხრივი სამეცნიერო ექსპედიცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან