საქართველოს, უკრაინისა და აშშ-ის ერთობლივი ოპერაცია
კიევის ოლქში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი, ცეზარ ტოხოსაშვილი, მეტსახელად, ალ ბარა შიშანი უკრაინელმა, ქართველმა და ამერიკელმა სამართალდამცველებმა ერთობლივად დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2016 წელს აბუ ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის შემდეგ, ის თურქეთში ჩავიდა, სადაც ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის კოორდინირებას აგრძელებდა. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, კიევში წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი დააკავეს. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან. 2019 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეზარ ტოხოსაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის დეკლარაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის დეკლარაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფრენსის ფუკუიამა: საჭიროა, გავაცოცხლოთ თავისუფლების სულისკვე...
რადიო თავისუფლება
უკრაინის საკითხი - რაში არ უნდა შეჰყვეს დასავლეთი რუსეთს?
რადიო თავისუფლება
„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ დაწესებული საქნციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონის წარმომადგენელს უმასპინძლა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინტერვიუ ალექსანდრ ვერშბოუსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster