ვირუსებით ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს


ვირუსებით ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს - ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ინფექცია ცირკულირებს. სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია. რიგ შემთხვევაში, ვირუსი მაღალი სიცხით მიმდინარეობს, რომელსაც თან ახლავს ხველა და ყელის ტკივილი. ამ ეტაპზე დომინანტი „ა“ ტიპის ვირუსია - ე.წ. ღორის გრიპი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სწავლის დაწყებასთან და მობილობის გააქტიურებასთან ერთად, შემთხვევების რაოდენობაც მოიმატებს, თუმცა მათივე განმარტებით, სიტუაცია საგანგაშო არ იქნება.

ისევ ძალაშია ძირითადი რეკომენდაციები: პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა და ვაქცინაცია. ექიმები მოქალაქეებს, განსაკუთრებით რისკჯგუფში შემავალ პირებს, სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო აცრის ჩატარებას ურჩევენ. ამცრელ პუნქტებში აცხადებენ, რომ ვაქცინების მარაგები საკმარისია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან