კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი მატულობს

26.02.2020 01:04

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი კი მატულობს - ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 2715 ადამიანი. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს. ინფიცირებულთა რიცხვმა კი ჩინეთში 78 000-ს გადააჭარბა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 29 700-ს აღწევს. ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 406 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 52 მოქალაქე. სიტუაცია ისევ რთულია სამხრეთ კორეაში, სადაც ბოლო მონაცემებით,  ინფიცირებულთა რიცხვი 1100 აჭარბებს. დაღუპულია 12 ადამიანი. იტალიაში კი ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 11-ს მიაღწია. დაავადებულია 322 მოქალაქე. მიუხედავად ამისა, იტალიის მეზობელი სახელმწიფოების მთავრობები აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო, საზღვრების ჩაკეტვის საკითხს არ განიხილავენ. ვირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა საფრანგეთში. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ლათინურ ამერიკაშიც. ბრაზილიაში ვირუსი იტალიიდან დაბრუნებულ მამაკაცს გამოუვლინდა. ასევე, იტალიიდან ჩასულ მამაკაცს აღმოაჩნდა ვირუსი ალჟირშიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
03:27

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსი -​ ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
03:23

კორონავირუსი -​ ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის გავრცელების არეალი
03:00

კორონავირუსის გავრცელების არეალი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა
00:50

კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
00:43

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის სტატისტიკა და გავრცელების არეალი
01:18

კორონავირუსის სტატისტიკა და გავრცელების არეალი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
03:44

კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსით დაინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი ისევ იზრდება
04:21

კორონავირუსით დაინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი ისევ იზრდე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო