დავით კაკაბაძე - პარიზში დაბრუნება
პარიზში იტალიის კულტურის ცენტრში, გაიმართა პრესკონფერენცია მაიოლის მუზეუმში დაგეგმილი დავით კაკაბაძის გამოფენის შესახებ. პრესკონფერენციას უძღვებოდნენ კულტურის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის დირექტორი სერგო კალაძე, მაიოლის მუზეუმის არტ-დირექტორი პატრიცია ნიტი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე, "სილქ როუდ გრუფის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი და დავით კაკაბაძის ფონდის დამფუძნებელი მარიამ კაკაბაძე. საქართველოსა და ევროკავშირის კულტურული დაახლოების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით დავით კაკაბაძის ნამუშევრების რეტროსპექტივა პარიზში 2014 წლის 17 სექტემბრიდან 2015 წლის 15 თებერვლამდე გამოიფინება. დავით კაკაბაძის გამოფენა 2014 წლის 17 სექტემბერს პარიზში, მაიოლის მუზეუმში (Musée Maillol) გაიხსნება. მაიოლის მუზეუმი 5 თვის განმავლობაში უმასპინძლებს ექსპოზიციას, სადაც დავით კაკაბაძის 40 ნამუშევარი იქნება გამოფენილი, მათ შორის კონსტრუქციულ-დეკორატიული კოლაჟები და სხვადასხვა პერიოდის გრაფიკა, ზეთის და აკვარელის ნამუშევრები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები კაკაბაძეების ოჯახის კერძო კოლექციიდან. მაიოლის მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია წარმოადგენს ფრანგი მოქანდაკის და მხატვრის არისტიდ მაიოლის ნამუშევრებს. მუზეუმი ასევე ცნობილია დროებითი გამოფენების განსაკუთრებით მაღალი ხარისხით. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
დავით კაკაბაძე - დაბრუნება პარიზში
culturegovge culturegovge
დავით კაკაბაძე 125 - დაბრუნება პარიზში
culturegovge culturegovge
დავით კაკაბაძე 125 - რეტროსპექტივა პარიზში
culturegovge culturegovge
დავით კაკაბაძის რეტროსპექტივა პარიზში
culturegovge culturegovge
დავით კაკაბაძის რეტროსპექტივა პარიზში
culturegovge culturegovge
დავით კაკაბაძე. ჩემს სურათებში თავად ვიცი, რასაც ვაკეთებ. Ra...
რადიო მელომანი
დავით კაკაბაძის გამოფენა
Tavisupleba School
დავით კაკაბაძე რუბრიკაში #კულტინფო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster