დავით კაკაბაძე - დაბრუნება პარიზში

09/17/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

16 სექტემბერს, პარიზში, მაიოლის მუზეუმში (Musée Maillol) დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
საქართველოსა და ევროკავშირის კულტურული დაახლოების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით დავით კაკაბაძის ნამუშევრების რეტროსპექტივა პარიზში 2014 წლის 16 სექტემბრიდან 2015 წლის 15 თებერვლამდე გაგრძელდება.
მაიოლის მუზეუმი 5 თვის განმავლობაში უმასპინძლებს ექსპოზიციას, სადაც დავით კაკაბაძის 40 ნამუშევარი იქნება გამოფენილი, მათ შორის კონსტრუქციულ-დეკორატიული კოლაჟები და სხვადასხვა პერიოდის გრაფიკა, ზეთის და აკვარელის ნამუშევრები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები კაკაბაძეების ოჯახის კერძო კოლექციიდან.
მაიოლის მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია წარმოადგენს ფრანგი მოქანდაკის და მხატვრის არისტიდ მაიოლის ნამუშევრებს. მუზეუმი ასევე ცნობილია დროებითი გამოფენების განსაკუთრებით მაღალი ხარისხით.
დავით კაკაბაძე - (20 აგვისტო, 1889 – 10 მაისი, 1952) ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, ხელოვნების თეორეტიკოსი და გამომგონებელი, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ქართული ხელოვნება გლობალურ მოდერნისტულ მოძრაობას დაუახლოვა.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კომპანია სილქნეტი.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან