თბილისის მთავრობის სხდომა

20.10.2021 01:13

თბილისში, უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახები დედაქალაქის მერიისგან საცხოვრებელ ფართებს მიიღებენ, - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, უსახლკაროს სტატუსი 400-მდე ოჯახს აქვს და მათთვის ბინით უზრუნველყოფის პროგრამა მომდევნო წლიდან დაიწყება.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე სხვა სოციალურ პროგრამებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ წელს, მერიის დაფინასების პროგრამით 7 ათასამდე სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტი ისარგებლებს. ახალი პროგრამა იწყება სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვისაც. მათ მედიკამენტების შესაძენად 500-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi