თბილისის მთავრობის სხდომა

23.06.2021 00:56

პირველი ივლისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებათ - ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის პანდემიამდე არსებულ საათობრივ რეჟიმზე დაბრუნება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, ივლისიდან გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები უქმდება. თუმცა, ძალაში რჩება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენების აუცილებლობა. კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე საბავშო ბაღების რეაბილიტაციაზეც ისაუბრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: