თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
თელავის მე-17 საოლქო-საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა. სხდომა 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც კენჭისყრის შედეგების შეჯამება მოხდა, როგორც ქალაქში, ასევე- თემში. აღნიშნული ოქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება. ქალაქის საკრებულოში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა: თითო-თითო მანდატი ერგო არასაპარლამენტო ოპოზიცია -„კახა კუკავა-ფიქრია ჩიხრაძეს", „პატრიოტთა ალიანსს", „ნინო ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციას", „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობასა" და „ლეიბორისტულს პარტიას". 2 ადგილი - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ხოლო 4 მანდატი -კოალიცია „ქართულ ოცნებას". რაც შეეხება თემის საკრებულოს, აქ 7 ადგილი მოიპოვა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ", 4 -- „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, 3 - „ნინო ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ", ხოლო 1 მანდატი „ლეიბორისტულ პარტიას" ერგო. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1ixsQEJ
მსგავსი ვიდეოები
თელავის საოლქო-საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს აჯამებს
ტელეკომპანია თანამგზავრი
თელავის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა გრძელდება
ტელეკომპანია თანამგზავრი
საარჩევნო კომისიებს დაზუსტებული სიები და ინვენტარი გადაეცათ
ტელეკომპანია თანამგზავრი
თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიამ 11 საჩივარი განიხილა
ტელეკომპანია თანამგზავრი
„სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა"-ს პარტიული სიის რეგის...
ტელეკომპანია თანამგზავრი
მე-20 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის ხმები ბათილად იქნა ც...
ტელეკომპანია თანამგზავრი
თელავის საოლქო-საარჩევნო კომისია გენდერულ სტატისტიკას აქვეყნ...
ტელეკომპანია თანამგზავრი
თელავის საოლქო-საარჩევნო კომისია
ტელეკომპანია თანამგზავრი