„სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა"-ს პარტიული სიის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა


თელავის #17 საოლქო-საარჩევნო კომისიამ პოლიტიკურ პარტიას - „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა\"- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თვითმმართველი ქალაქის, თელავის, საკრებულოს პარტიული სიის რეგისტრაციაზე უარი უთხრა. კომისიის თავმჯდომარის, დავით მკალავიშვილის, განმარტებით, პარტიას 10 კაციანი სიის წარდგენის ვალდებულება ჰქონდა, თუმცა აღნიშნულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მხოლოდ 5 კაციანი სია წარადგინა. „საქართველოს გზაში\" კი აცხადებენ, რომ პარტიამ ხელით შევსებული პარტიული სიაწარადგინა, რის გამოც კომისიამ უარი განაცხადა პარტიული სიის მიღებაზე და მოითხოვა პარტიული სიის წარდგენა ელექტრონული ფორმით. ამის შესახებ კომისიას განემარტა, რომ პარტიული სიის ელექტრონული შევსების ვალდებულება პარტიას არ ჰქონდა. საოლქო- საარჩევო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, აღნიშნულ პარტიას პარტიული სიის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1niSVZO

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან