თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა


თელავის მე-17 საოლქო-საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა. სხდომა 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც კენჭისყრის შედეგების შეჯამება მოხდა, როგორც ქალაქში, ასევე- თემში. აღნიშნული ოქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება.
ქალაქის საკრებულოში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა: თითო-თითო მანდატი ერგო არასაპარლამენტო ოპოზიცია -„კახა კუკავა-ფიქრია ჩიხრაძეს\", „პატრიოტთა ალიანსს\", „ნინო ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციას\", „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობასა\" და „ლეიბორისტულს პარტიას\". 2 ადგილი - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას\", ხოლო 4 მანდატი -კოალიცია „ქართულ ოცნებას\".
რაც შეეხება თემის საკრებულოს, აქ 7 ადგილი მოიპოვა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ\", 4 -- „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, 3 - „ნინო ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ\", ხოლო 1 მანდატი „ლეიბორისტულ პარტიას\" ერგო.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1ixsQEJ

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან