საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა


ხმაურიანი სხდომის შემდეგ თბილისის საკრებულოში კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს. უკვე დაამტკიცეს მერის ახალი მოადგილეები.

კენჭისყრას ოპოზიციის ნაწილის მწვავე გამოსვლები და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ნადირაძე და „ლელოს“ წევრი, საბა ბუაძე აქტიურობდნენ. სიტუაცია დარბაზში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კახა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულეს. იყო შეკითხვები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც. ავარიული შენობები, უსახლკაროთა პრობლემები, სატრანსპორტო პოლიტიკა, ჯანდაცვის ახალი პროგრამები და სოციალური მიმართულება - განახლებული გუნდის წარდგენასთან ერთად, თბილისის მეორე ვადით არჩეულმა მერმა მომავალი ოთხი წლის პრიორიტეტებზე ვრცლად ისაუბრა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან