რუსეთ-უკრაინის ომი - ტრამპის გეგმა

09.07.2025 04:42

რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების ბუნდოვანი პერსპექტივა - რუსეთის მხრიდან გააქტიურებული ავიაიერიშების, თითქმის ყოველდღიური საავიაციო თავდასხმების და ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი მოსკოვის მიმართ რიტორიკას ამწვავებს. აქტიურდება სანქციების შესაძლო დაწესების საკითხიც, რაც მოსკოვზე ზეწოლის გასაძლიერებლად და ცეცხლის შესაწყვეტად ვაშინგტონის მიმართ ევროპელი ლიდერების მთავარი მოწოდებაა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი დიპლომატიური გზებით ომის დასრულების პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს. ცვლილებებია ამერიკის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების ნაწილშიც, რასაც მოსკოვის მხრიდან უკვე მოჰყვა საპასუხო გამაფრთხილებელი გზავნილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: