თესაუ-ს რექტორი ოფიციალური ვიზიტით შვედეთში იმყოფებოდა

28.01.2014 01:41

19-23 იანვარს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ავთანდილ ღელაღუტაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ნინო კორინთელი ოფიციალური ვიზიტით შვედეთში, ლინეუს უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. შეხვედრა ევროკავშირის ,,ტემპუსის" საერთაშორისო პროექტის - ,,უწყვეტი განათლების ქსელის განვითარება სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში"- ფარგლებში გაიმართა, მიზნად ისახავდა პროექტის მონაწილე უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და სამომავლო გეგმების დასახვას. ვიზიტის ფარგლებში, ავთანდილ ღელაღუტაშვილი ლინეუს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეხვდა. პროექტის მონაწილე უნივერსიტეტებმა, მათ შორის -- თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, პრეზენტაცია მშობლიური უნივერსიტეტისა და ქალაქის შესახებ წარადგინეს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1i9QMJR

გაზიარება: