19-23 იანვარს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ავთანდილ ღელაღუტაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ნინო კორინთელი ოფიციალური ვიზიტით შვედეთში, ლინეუს უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. შეხვედრა ევროკავშირის ,,ტემპუსის\" საერთაშორისო პროექტის - ,,უწყვეტი განათლების ქსელის განვითარება სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში\"- ფარგლებში გაიმართა, მიზნად ისახავდა პროექტის მონაწილე უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და სამომავლო გეგმების დასახვას. ვიზიტის ფარგლებში, ავთანდილ ღელაღუტაშვილი ლინეუს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეხვდა. პროექტის მონაწილე უნივერსიტეტებმა, მათ შორის -- თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, პრეზენტაცია მშობლიური უნივერსიტეტისა და ქალაქის შესახებ წარადგინეს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1i9QMJR
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1i9QMJR