ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ემილ ხოფერიამ თავი მოიკლა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: „1993 წელს დაბადებულმა მსჯავრდებულმა, ემილ ხოფერიამ საკნის საპირფარეშოში, თვითნაკეთი თოკის გამოყენებით, თავი მოიკლა. აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე, მსჯავრდებულს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ოჯახის წევრებთან, რა დროსაც მას დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. მსჯავრდებული სატელეფონო ზარის შემდეგ იყო სულიერად აღელვებული, რის გამოც, მას გაეწია სამედიცინო დახმარება და ფსიქოლოგის კონსულტაცია. თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, იმავე ღამეს დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც, გარდაცვლილის გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა, დაკითხულია დაწესებულების ექიმი, თანამშრომლების ერთი ნაწილი და გარდაცვლილის თანამესაკნეები. გრძელდება დაწესებულების თანამშრომელთა დაკითხვა“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. მომხდარს შეისწავლის სახალხო დამცველის აპარატიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საბერძნეთის ციხეში ქართველი პატიმარი მოკლეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მკვლელობა საბერძნეთის ციხეში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი შიმშილო...
Rioni.TV
აქცია ქუთაისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები შიმშილ...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
ქუთისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი მეოთხე თ...
Rioni.TV
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დეკანოზ მამალაძეს საპატრიარქოს პრესმდივანი შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster