საბერძნეთის ციხეში ქართველი პატიმარი მოკლეს
საბერძნეთის ციხეში ჩხუბის დროს რუსმა პატიმარმა ქართველი მსჯავრდებული მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „გრიკ რეპორტერი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გუშინ მოხდა. გავრცელებული ცნობით, 43 წლის რუსი მსჯავრდებული 35 წლის ქართველ პატიმარს დაუპირისპირდა. ჩხუბის დროს რუსმა ქართველს მძიმე დაზიანება მიაყენა, რისგანაც ის გარდაიცვალა. ქართველი პატიმრის გარდაცვალება ნიგრიტას ციხეში დაადასტურეს. დამნაშავეს უახლოეს ხანში ბრალს პროკურატურა წაუყენებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ციხის ადმინისტრაციასთან საკონსულო დეპარტამენტს ჰქონდა უკვე კომუნიკაცია. მათივე ცნობით, ციხის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ჩხუბის დროს საქართველოს მოქალაქეობის მქონე პატიმარი გარდაიცვალა. ჩხუბის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება. ნებართვის გაცემისთანავე კი ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ. საკონსულო დეპარტამენტი გადმოსვენების პროცედურებს გარდაცვლილის ოჯახთან შეთანხმებით დაიწყებს“,- აცხადებენ საგარეო უწყებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საბერძნეთის ციხეში ქართველმა ქართველი მოკლა ! #GeTube
GeTube
🔴 საფრანგეთის ციხეში დაღუპული 23 წლის ქართველი ემიგრანტი .....
Emigrant TV
ქრონიკა 17:00 საათზე - 3 იანვარი, 2022 წელი
TV IMEDI
მკვლელობა საბერძნეთის ციხეში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველების დაპირისპირება საბერძნეთის ციხეში - ვინ მოკლა თან...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ქართველები საფრანგეთის ციხეში - "ახალი შაბათის შოუ" #Emigran...
Emigrant TV
საბერძნეთის ვლოგი 🇬🇷პირველი მოგზაურობა ერთად 👩🏻❤️👨🏻☀️...
omiadze khato
ხანძარი საბერძნეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster