„მოამბე“ სტიქიის ზონიდან


ყოველდღიურად გაზრდილი მსხვერპლი და ნანგრევების ქვეშ გატარებული საათები გადარჩენის მოლოდინში - თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად განადგურებულ შენობებში მოყოლილი ადამიანების სიცოცხლისთვის 115 000-მდე მაშველი იბრძვის. მათ შორის არის საქართველოდან გაგზავნილი 100-კაციანი სამაშველო ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ადიამანში მუშაობს. 21 წლის ქალის ამოყვანის შემდეგ ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ორი მოქალაქე გამოიყვანეს. პარალელურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები სპეციალური ტექნიკით. ადიამანში პრაქტიკულად ყველა შენობა-ნაგებობა მიწასთან არის გასწორებული. სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს უამინდობა კიდევ უფრო ართულებს. ისინი, ვინც სტიქიას გადაურჩნენ, ევაკუირებული არიან. 

„მოამბე“ სტიქიური უბედურების ზონაში მუშაობას განაგრძობს, - ნოდარ ჩაჩუა ქალაქ ადიამანში იმყოფება და ბოლო მონაცემებს მოგვაწვდის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან