სოფელ ხურვალეთთან რუსმა სამხედროებმა სამუშაოები განაახლეს
სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილიდან სამუშაოები განაახლეს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან ექვსი რუსი სამხედრო იმყოფება. ისინი ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ძუკაანთკარს შორის სავარაუდოდ რკინის კონსტრუქციის სათვალთვალო კოშკურას ამონტაჟებენ. ადგილზე ტერიტორიის დასუფთავება, ასევე ბეტონით მოპირკეთება მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა საფრთხეებზე საუბრობს. ისინი ვარაუდობენ, რომ თავიანთ ბაღებთან მისვლაზე პრობლემები შეექმნებათ. სამუშაოები სავარაუდოდ სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, ხურვალეთთან გუშინ დაიწყო. ამასთან, როგორც პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურის აღმართვასთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი მწვავედ დადგება 8 თებერვალს, ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედებები ხურვალეთთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხურვალეთიდან შშმ პირი გაიტაცეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გატაცება სოფელ ხურვალეთიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხურვალეთიდან გატაცებული, შესაძლოა, ხვალ გაათავისუფლონ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსმა სამხედროებმა საქართველს ორი მოქალაქე ტყვეობიდან გაათავ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა ინტერვიუ ქეთევან ციხელაშვილთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გატაცება საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster