საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე

15.07.2021

საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე, ბრალი კიდევ ერთ პირს წარედგინა. პროკურატურამ გიორგი მაღრაძეს ბრალდება 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ილია თვალიაშვილის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით,  ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და შეუწყნარებლობის მოტივით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ივლისს გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე მაღრაძე და მასთან ერთად მყოფი პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნითა და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 22 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე

საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე

პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით

დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჯგუფური ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე
04:56

ჯგუფური ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჯგუფური ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე
03:55

ჯგუფური ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ილია თვალიაშვილის ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოცხადდა
06:43

ილია თვალიაშვილის ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოცხადდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე
01:20

ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
05:37

ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე - სააპელაციო სასამართლოს გადა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო