საარემაას ოპერის დღეები

07/28/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

27 ივლისს, ესტონეთში, კუნძულ საარემააზე, \"საარემაას ოპერის დღეები\" გალა-კონცერტით დასრულდა, რომელიც ვაგნერისა და ვერდის 200 წლისთავს მიეძღვნა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და ესტონელმა საოპერო სოლისტებმა, ასევე ზ.ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის , ვოკალისტებმა და ორკესტრმა მაესტროების ანდრეს მუსტონენისა და ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობით.
გალა-კონცერტის დასასრულს გაიმართა \"საარემაას ოპერის დღეების\" დახურვის საზეიმო ცერემონია.
\"საარემაას ოპერის დღეებს\" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი ესწრებოდნენ.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან