შს მინისტრი ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის შს მინისტრს შეხვდა

04/01/2016
Giorgi Mgebrishvili-ის მიერ

გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ქალაქ ჰანოვერში ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და სპორტის მინისტრ ბორის პისტორიუსს შეხვდა. შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ ხაზგასმით პოზიტიურად შეაფასა ის ურთიერთობები, რომელიც ქვემო საქსონიის ფედერალური მიწისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრებს შორის არსებობს, მათ შორის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, არალეგალური მიგრაციისა და რეადმისიის კუთხით. როგორც ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, გერმანელი და ქართველი სამართალდამცველები ოპერატიულად და წარმატებით თანამშრომლობენ. „ჩვენი ურთიერთობები ნამდვილად სამაგალითოა. თითზე ჩამოსათვლელია იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთანაც ასე ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. ინფორმაციის გაცვლა და ყველა საჭირო პროცედურა უმოკლეს ვადებში ხორციელდება. მართალია, ქართველების მიერ ჩვენს მიწაზე ჩადენილი დანაშაული სხვა ქვეყნების მოქალაქეების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან შედარებით მცირეა, მაგრამ ეს მაინც პრობლემაა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვებრძოლოთ. საქართველოს შს მინისტრის დამოკიდებულებამ, მისმა სიმტკიცემ და სწრაფვამ თანამშრომლობის გაღრმავებისკენ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. ეს ნათლად ადასტურებს, რომ წარმატებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს“,- განაცხადა ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის შს მინისტრმა. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/5V9R5O

ვიდეოები „Giorgi Mgebrishvili"-ისგან