შს მინისტრის ინიციატივით დაწყებული კამპანია – „არა ძალადობას!“ გრძელდება

05.12.2014 03:38

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიის – „არა ძალადობას!“. კამპანიის ფარგლებში, უბნის ინსპექტორებმა საინფორმაციო ბუკლეტები ამჯერად ქვემო ქართლში, წალკაში დაარიგეს. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის პრობლემის დასაძლევად კამპანიაში საზოგადოების აქტიურობას და პოლიციასთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. სამართალდამცველებმა მოსახლეობას განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს და სამართალდამცავი ორგანიებისათვის მიმართვის შემთხვევაში, პოლიცია ნებისმიერი მოქალაქის უფლებებს იცავს. უბნის ინსპექტორებმა მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოძალადეები კანონით ისჯებიან. ასევე გააცნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია განხორციელდა. ცვლილებების თანახმად, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/OPBfFL

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შს მინისტრის ინიციატივით დაწყებული კამპანია – „არა ძალადობას!“ გრძელდება
03:41

შს მინისტრის ინიციატივით დაწყებული კამპანია – „არა ძალადობას...

PIA FUN

შს მინისტრის ინიციატივით დაწყებული კამპანია გრძელდება
02:06

შს მინისტრის ინიციატივით დაწყებული კამპანია გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კამპანია გორში სტუდენტებს და მოსწავლეებს გააცნეს
04:05

შსს-ს კამპანია გორში სტუდენტებს და მოსწავლეებს გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კამპანია დუშეთის სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
01:49

შსს-ს კამპანია დუშეთის სკოლის მოსწავლეებს გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები იმერეთში დაარიგა
01:25

შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები იმერეთში დაარიგა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

უბნის ინსპექტორებმა შიდა ქართლში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს
04:03

უბნის ინსპექტორებმა შიდა ქართლში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კამპანია სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს
03:11

შსს-ს კამპანია სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანია N8 საჯარო სკოლაში
03:29

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანია N8 საჯარო სკოლაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო