ცესკო-ს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა
რვაწლიანი მისიის ნაადრევი დასასრული. ცესკო-ს თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგა. თამარ ჟვანია, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის უმძიმესი ბრალდებების და შეტევის მთავარი სამიზნე იყო, საკუთარ გადაწყვეტილებას შარლ მიშელის შეთანხმებას უკავშირებს და ფიქრობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის ახალი წესით არჩევა მეტ პოლიტიკურ თანხმობას უზრუნველყოფს. ამ განმარტების არ სჯერა ოპოზიციის ნაწილს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ჟვანიამ პოსტი მმართველი პარტიის მოთხოვნით დატოვა. თანამდებობიდან ნაადრევად წასვლამდე ცოტა ხნით ადრე ჟვანია პარლამენტში მივიდა და საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდებები დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე უარყო. ახლა საინტერესოა, მოახერხებს თუ არა შეთანხმებას პოლიტიკური სპექტრი ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის კანდიდატზე, რომელიც პარლამენტმა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ახალი წესით, ანუ 100 ხმით უნდა აირჩიოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 30 ივნისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამარ ჟვანია გადადგა - ერთი კვირის წიბ, ის აცხადებდა, რომ თა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ინფორმაცია თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ არ დასტურდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ გან...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 ცესკო-ს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster