კახა კუკავა საარჩევნო უბანთან გათავსებულ დროშებზე: ეს არის ივანიშვილის გასაოცარი დემოკრატია
შევარდნაძის დროიდან მახსოვს არჩევნები და მსგავსი არაფერი მინახავს, პირდაპირ საარჩევნო უბანთან იყოს გამოკიდებული პარტიის დროშები, არც საააკაშვილის დროს . ეს არის ივანიშვილის გასაოცარი დემოკრატიის მეექვსე წელიწადი“, - ასე გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი კახა კუკავა ცაიშის #73 უბანთან „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ დროშების განთავსებას. რაც შეეხება მათი პარტიის კანდიდატს, კუკავა ამბობს, რომ გოდერძი ბუკია არის ალტერნატივა იმ ამომრჩევლებისთვის, რომელსაც არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილი. „იმ ხალხს, რომელსაც არ მოსწონს დღევანდელი მთავრობა და არც მისი ევროპული ალტერნატივა, ჩვენ შევთავაზეთ რეალური ალტერნატივა. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ცაიშელები“, - აღნიშნა კუკავამ. ცაიშის #73 საარჩევნო უბნის შესასვლელთან მმართველი პარტიის დროშები განათავსეს. ამომრჩევლებს უბანზე მისვლელად „ქართული ოცნების“ დროშებს შუა უწევთ გავლა. მოგვიანებით იქ „ევროპული საქართველოს“ მცირე ზომის დროშებიც მიიტანეს. ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენია: გოდერძი კუკავა - "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო", ბაჩუკი ნარუშვილი - "თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო". რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
კახა კუკავა საარჩევნო სისტემის შესახებ
თავისუფალი საქართველო - Free Georgia
კახა კუკავა: საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას მხარს დავუჭერთ,...
თავისუფალი საქართველო - Free Georgia
კახა კუკავა საარჩევნო გარემოს შესახებ
არქივი - 1 FR
კახა კუკავა: საარჩევნო რეფორმაზე კონსესუსი ქვეყნისთვის სასიც...
თავისუფალი საქართველო - Free Georgia
კახა კუკავა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის შესახებ
თავისუფალი საქართველო - Free Georgia
კახა კუკავა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ
თავისუფალი საქართველო - Free Georgia
დებატები თბილისის მერობის კანდიდატებს შორის #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კახა კუკავა „თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო გეგმების შესა...
თავისუფალი საქართველო - Free Georgia