რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადება
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოსთან ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება. რუსეთის საპატრიარქოში ამბობენ, რომ განხეთქილება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს. განცხადება საგარეო ურთიერთობების საკითხებში რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა გააკეთა. მან მსოფლიო საპატრიარქოს ქმედებებს მზაკვრული, ცინიკური და ძალადობრივი უწოდა. ასე შეაფასა ილარიონმა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილება, კიევში საკუთარი წარმომადგენლები გააგზავნოს, რომლებიც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხებზე კონსულტაციებს გაუწევენ. რუსეთის საპატრიარქოს სინოდმა ეს ქმედება საეკლესიო წესების უხეშ დარღვევად შეაფასა. მიტროპოლიტ ილარიონის თქმით, საეკლესიო დიპლომატიის რესურსი უკვე ამოიწურა და რუსეთის საპატრიარქო საპასუხო ნაბიჯებზე ფიქრობს. მისივე განცხადებით, ეს ნაბიჯი მართლმადიდებლურ სამყაროში განხეთქილებას გამოიწვევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავტოკეფალიის აღდგენის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავტოკეფალიის აღდგენის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისთავი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გოჩა მირცხულავა: რა არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიი...
Gocha Mirtskhulava
ერთმორწმუნე რუსეთის ჰიბრიდული იარაღი საქართველოს ერთიანობის...
Zaza Tsotniashvili
ვანდალიზმის ფაქტი ტაძარში - საპატრიარქოს გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინელი მართლმადიდებელი სასულიერო პირები ეკლესიის და სახელ...
ამერიკის ხმა