„დილა პირველზე“, სრული ვიდეოვერსია, 26 აპრილი, 2016


• ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება,- რამდენად დაცულია ინტელექტუალური საკუთრება ჩვენს ქვეყანაში და რამდენად ეფექტურია მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები. ნია ბარაბაძის სიუჟეტი.

• 25 აპრილს, კინოთეატრმა \"ამირანი\", ალექსანდრე კვატაშიძის დოკუმენტურ ფილმს, \"ჩეჩნეთის გზაჯვარედინი\", სპეციალურ ჩვენებას უმასპინძლა.

გადაცემის სტუმრები: ნინო კუხალაშვილი - ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოადგილე და ალექსანდრე კვატაშიძე - რეჟისორი, ომის ჟურნალისტებზე გადაღებულ კინოსურათზე საუბრობენ.

• „შავი მარგალიტი\" - ბენდის სამომავლო გეგმები, - თათია დარასელიას ჩართვაში.

• როგორ ვისწავლოთ ხატვა,- მამუკა ცუცქირიძე - ლევან ცუცქირიძის სამხატვრო სტუდიის \"ფრესკა\" ხელმძღვანელი და პედაგოგი, ქეთი პეტრიაშვილი - „ფრესკას“ პიარმენეჯერი, დოდო თაყაიშვილი - „ფრესკას“ პედაგოგი, ფერმწერ ბავშვებთან ერთად, სტუდიის სტუმრები არიან.

• რა მოხდება, თუკი საკუთარ სხვენებს და სარდაფებს კარგად შევისწავლით, ან საკუთარ ბაღში დავაპირებთ ნარგავისთვის ორმოს გათხრას? - სალომე გელაშვილი, მხატვრობის, არქიტექტურისა და არქეოლოგიური მონაპოვრების შესახებ მოგიყვებათ.

• პროექტი #სიტყვა: კდემა - გურამ შეროზია ძველი ქართული სიტყვის მნიშვნელობას გვახსენებს

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან