ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“


საქართველოს პირველი არხის თანაპროდიუსერობით გადაღებული ლევან კოღუაშვილის ქართული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ „ოსკარზე“ წარსადგენად არის შერჩეული. 15-კაციანმა სპეციალურმა კომისიამ არჩევანი სამ ნამუშევარს შორის ფარული კენჭისყრით გააკეთა. ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით შექმნილ „მეოთხე ბრაიტონს“ „ტრაიბეკას ფესტივალზე“ უკვე მიღებული აქვს სამი ჯილდო და ახლა ის ამერიკის კინოაკადემიის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ნომინაციაში მოხვედრისთვის იბრძოლებს.

ეს არის მამა-შვილის ისტორიაზე აგებული ფილმი ემოციური სიუჟეტით. მთავარ როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ლევან თედიაშვილი ასრულებს, რომელიც ბრუკლინში ერთადერთი მიზნით ჩადის - შვილს აზარტული თამაშების ვალის დაფარვაში დაეხმაროს. „ოსკართან“ ერთად, ლევან კოღუაშვილის ცნობილი ნამუშევარი „ოქროს გლობუსის“ ნომინაციისთვისაც იბრძოლებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან