„მეოთხე ბრაიტონი“ „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ წარადგინეს

12.10.2021 02:38

პირველი არხის თანაპროდიუსერობით გადაღებული ქართული ფილმი „ოსკარზე“ წარსადგენად არის შერჩეული. რამდენიმე საათის წინ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსი ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონმა“ მოიპოვა. 15-კაციანმა სპეციალურმა კომისიამ არჩევანი სამ ნამუშევარს შორის ფარული კენჭისყრით გააკეთა. ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით შექმნილ „მეოთხე ბრაიტონს“ ტრაიბეკას ფესტივალზე უკვე მიღებული აქვს სამი ჯილდო და ახლა ის ამერიკის კინოაკადემიის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს. ეს არის მამა-შვილის ისტორიაზე აგებული ფილმი ემოციური სიუჟეტით. მთავარ როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ლევან თედიაშვილი ასრულებს, რომელიც ბრუკლინში ერთადერთი მიზნით ჩადის - შვილს აზარტული თამაშების ვალის დაფარვაში დაეხმაროს. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე. „ოსკართან“ ერთად კოღუაშვილის ცნობილი ნამუშევარი „ოქროს გლობუსის“ ნომინაციისთვისაც იბრძოლებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“
00:50

ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ „ოსკარსა“ და „ოქროს გლობ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ​„ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ გაიგზავნება
15:15

ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ​„ოსკარსა“ და „ოქრ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

\"ოსკარსა\" და „ოქროს გლობუსზე“  საქართველოს კანდიდატი ფილმი ლევან კოღუაშვილის \"მეოთხე ბრაიტონი\"
13:12

"ოსკარსა" და „ოქროს გლობუსზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი ლ...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

„მეოთხე ბრაიტონი“ - ლევან კოღუაშვილის ფილმი ემიგრანტებზე
13:46

„მეოთხე ბრაიტონი“ - ლევან კოღუაშვილის ფილმი ემიგრანტებზე

TV IMEDI

„მეოთხე ბრაიტონი“ - ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმი ეკრანებზე მომავალ წელს გამოვა
03:37

„მეოთხე ბრაიტონი“ - ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმი ეკრანებზე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მეოთხე ბრაიტონი - ახალი ქართული ფილმი
13:10

მეოთხე ბრაიტონი - ახალი ქართული ფილმი

კომუნიკატორი / C სტუდია

„მეოთხე ბრაიტონი“ 2022 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე
07:58

„მეოთხე ბრაიტონი“ 2022 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე

TV IMEDI

ქართული ფილმი რომელიც ოსკარისთვის  იბრძვის - #ექსლკუზიური ინტერვიუ რეჟისორთან
05:26

ქართული ფილმი რომელიც ოსკარისთვის იბრძვის - #ექსლკუზიური ინ...

TV IMEDI

ყველა ვიდეო