ლაშა ჩხარტიშვილის სარჩელი


ლაშა ჩხარტიშვილის საჩივარი, რომელსაც თან სათვალე ჰქონდა დართული, სასამართლომ არ მიიღო.

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, სათვალეს ის მოსამართლეს იმ მიზნით უგზავნიდა, რომ საქმეებს უკეთ გაცნობოდა. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ის სარჩელს და სათვალეს ფოსტით მაინც გააგზავნის.

შეგახსენებთ, ლაშა ჩხარტიშვილი მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვს. საქმე 3 იანვარს გარემოვაჭრეების აქციის დროს დაკავებას ეხება, როდესაც მოსამართლემ ლაშა ჩხარტიშვილი სამართალდამრღვევად სცნო და 3000 ლარი დააკისრა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან