ღამის კომუნიკატორი, 23 ოქტომბერი 2015

23.10.2015 57:32

• რამდენიმე საათის წინ ათენს უეცრად მოვარდნილმა წვიმამ გადაუარა; ერაყში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების ხელში მყოფი სამოქალაქო მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს, ამერიკული სპეცოპერაციების ქვედანაყოფის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა; პუტინმა ახალი "ლადა ვესტას" ტესტ დრაივი ჩაატარა; "ამაზონის" სარჩელი იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც, გასაყიდად განთავსებულ პროდუქტებს, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ხუთვარსკვლავიან რევიუებს უწერდა; ეგვიპტეში, ასუანში, ათასობით ეგვიპტელმა და უცხოელმა ტურისტმა მოიყარა თავი მზის სხივის სანახავად, რომელიც წელიწადში ორჯერ რამზეს მეორისა და ღმერთების ქანდაკებებს ეცემა.
• თბილისის მარათონი 2015 - სტუმარი: ნინი ტყემალაძე, პროექტის ორგანიზატორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;
• თეატრალური პრემია "დურუჯის" დაჯილდოება - ლაშა ჩხარტიშვილი, თეატრმცოდნე;
• ფილმი დროის მანქანაზე, რომელმაც დროს გაუძლო - ლეგენდარული მარტი და დოკ ბრაუნი 30 წლის შემდეგ; სიახლე ჰარი პოტერის ფანებისთვის - მათი საყვარელი ნაწარმოები თეატრის სცენაზეც დაიდგმება; Smashing Pumpkins-ის ახალი კლიპი; Facebook-ში მალე მომხმარებლების გარდა, პოსტების ძიებაც იქნება შესაძლებელი; 10 დოლარი თვეში და უყურე ვიდეობს რეკლამის გარეშე - Youtube სპეციალურ ფასიან სერვის აამოქმედებს;
• კოლინ ფარელის და რეიფ ფაინსის კვალდაკვალ - მოგზაურობა ბრიუგეში. გიორგი კაკაბაძის სიუჟეტი;
• პორტუგალიიდან ჩინეთამდე - ქართველი მოგზაურების საყვარელი ლოკაციები - სტუმარი: მარიამ აბულაძე, სტუდენტი.


ცოცხალი მუსიკა:
• ბასიანი - თუ ასე ტურფა იყავი;
• The BearFox - Lullaby.

დაიჯესტი:
• ჯენის ჯოპლინის მოხატული "პორშე" აუქციონზე გაიყიდება; Arcade Fire-მ ვინილის ფირფიტა გამოუშვა; ჯეიმი ჰიულეტის გამოფენა; Demolishen - დრამა ჯეიკ ჯილენჰოლის და ნაომი უოტსის მონაწილეობით.

გაზიარება:
GM Sunshine