ევროკავშირი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს
03/03/2024
ევროკავშირი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის დარიგებისას 100-ზე მეტი პალესტინელის დაღუპვის საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს. ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ გამოძიება მომხდარის დეტალებს ნათელს მოჰფენს. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას ისრაელი ატარებს და ამიტომ საერთაშორისო ნორმებისა და ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვაზე პასუხისმგებლობაც სწორედ მას ეკისრება. მისივე თქმით, დაუსრულებელი სამხედრო მოქმედებები და საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების იგნორირება სრულ ქაოსს გამოიწვევს, რაც ჰუმანიტარული დახმარების დარიგებას შეუძლებელს გახდის. ბორელმა საკუთარ განცხადებაში კიდევ ერთხელ დაგმო „ჰამასის“ თავდასხმები ისრაელზე და გატაცებული მძევლების გათავისუფლება მოითხოვა. მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს ისრაელისა და „ჰამასის“ მოლაპარაკებების მონაწილეთა ძალისხმევას. პარალელურად, ბორელი გმობს ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებაზე დაწესებულ შეზღუდვებსაც და მოუწოდებს ისრაელს ითანამშრომლოს გაერო-სა და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, რათა ღაზაში დახმარების დარიგება დაუბრკოლებლად და უსაფრთხოდ მოხდეს. შეგახსენებთ, 29 თებერვალს, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემისას 112 ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაშავდა. მომხდარის ზუსტი დეტალები უცნობი რჩება. „ჰამასი“ ისრაელის არმიას პალესტინელების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, რასაც ისრაელი უარყოფს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.