მოსკოვში მიღწეული ზავი არ სრულდება / გარდაცვალების და ინფიცირების მზარდი სტატისტიკა #LIVE

13.10.2020 01:06:05

• რუსეთის შუამავლობით სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დადებული შეთანხმება უკვე მეოთხე დღეა, არ სრულდება - ზავმა მძევლებისა და ცხედრების გაცვლის პროცესი ვერ უზრუნველყო; საომარი მოქმედებები სულ უფრო ინტენსიური ხდება; გრძელდება ქვეყნებს შორის საომარი რიტორიკა და ურთიერთბრალდებები • საქართველოში ეპიდემიის მეორე ტალღა არ ცხრება - ინფიცირების 569 შემთხვევა და გარდაცვალების ცხრა ფაქტი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში; ინფექციის გავრცელების მთავარ კერად კვლავ აჭარა რჩება; შემთხვევათა მკვეთრი ზრდა ფიქსირდება იმერეთში; ორ რეგიონში გაფართოებული მობილური ჯგუფები გაემგზავრებიან • ევროპა ქართული პარტიებისთვის წინასაარჩევნო დღის წესრიგის მთავარი თემაა - ვინ რა გზით, ვისზე ადრე და როგორ აპირებს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას; პოლიტიკურ აქტორთა წინასაარჩევნო სტრატეგია და დაპირებები • „დონ კიხოტი“ ოპერის ეზოში - პანდემიის გამო სცენაზე განსხვავებულად დაბრუნებული ოპერისა და ბალეტის თეატრი; 15 ოქტომბრიდან წარმოდგენები ოპერის ეზოში გადაინაცვლებს და საბალეტო დასი ექვს სპექტაკლს იცეკვებს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: