42° პარალელი - უკან პერშინგებისკენ - ორმხრივი ეპოქის დასასრული


შეიძლებოდა თუ არა საშუალო და ახლო მანძილზე მფრენი რაკეტების შესახებ შეთანხმების გადარჩენა? რა თქმა უნდა შეიძლებოდა. მხარეთა ორმხრივი პრეტენზიები საექსპერტო წრეების მიერ სხვადასხვა დონესა თუ ფორმატებში უკვე დიდი ხანია განიხილება. მრავალფეროვანი წინადადებების და რეკომენდაციების დეფიციტიც არ იყო, რომელთა მიზანსაც წინააღმდეგობების აღმოფხვრა და ხელშეკრულებისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა წარმოადგენდა. ვაშინგტონისა და მოსკოვის წინაშე არ წარმოქმნილა ახალი, აქამდე არნახული უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც ბირთვული რაკეტების შესახებ შეთანხმების დაუყოვნებლივ გაწყვეტას მოითხოვდა. მიუხედავად ამისა, შეთანხმება კვდება. მისი სიკვდილის პროცესი კი დაიწყო არა გასულ კვირას, არამედ მინიმუმ რამდენიმე წლით ადრე. რევაზ ქოიავა რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობის ახალი კერის შესახებ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან