42° პარალელი - ორმხრივი ეპოქის დასასრული / „ჰამილტონიზმის“ ტრიუმფალური დაბრუნება თეთრ სახლში

03.11.2018 26:12

უკან პერშინგებისკენ - ორმხრივი ეპოქის დასასრული - შეიძლებოდა თუ არა საშუალო და ახლო მანძილზე მფრენი რაკეტების შესახებ შეთანხმების გადარჩენა? რა თქმა უნდა შეიძლებოდა. მხარეთა ორმხრივი პრეტენზიები საექსპერტო წრეების მიერ სხვადასხვა დონესა თუ ფორმატებში უკვე დიდი ხანია განიხილება. მრავალფეროვანი წინადადებების და რეკომენდაციების დეფიციტიც არ იყო, რომელთა მიზანსაც წინააღმდეგობების აღმოფხვრა და ხელშეკრულებისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა წარმოადგენდა. ვაშინგტონისა და მოსკოვის წინაშე არ წარმოქმნილა ახალი, აქამდე არნახული უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც ბირთვული რაკეტების შესახებ შეთანხმების დაუყოვნებლივ გაწყვეტას მოითხოვდა. მიუხედავად ამისა, შეთანხმება კვდება. მისი სიკვდილის პროცესი კი დაიწყო არა გასულ კვირას, არამედ მინიმუმ რამდენიმე წლით ადრე. რევაზ ქოიავა რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობის ახალი კერის შესახებ. ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები და მისი პოლიტიკური კონტექსტები - როგორ ასახავს არჩევნების შედეგები პოლიტიკურობის კრიზისს არა მხოლოფ ბრაზალიაში არამედ მსოფლიოშიც? რაში მდგომაროებს თანამედროვე სახელმწიფოსა და პოლიტიკური კლასის კირიზისი? ვინ და როგორ სარგებლობს ამ კრიზისით? ინტერვიუ ბაქარ ბერეკაშვილთან Magistra Vitae: „ჰამილტონიზმის“ ტრიუმფალური დაბრუნება თეთრ სახლში - თანამედროვე ნეოკლასიკოსი ეკონომისტებისთვის ტრამპის პროტექციონისტული სავაჭრო პოლიტიკა მენტალური დევიციად და ამერიკის ბუნებრივი მდგომარეობიდან გადახვევად აღიქმება. სინამდვილეში კი მათ როტიკასა და აშშ-ის ეკონომიკურ გამოცდილებას შორის დიდი უფსკრულია. აშშ-ის განვითარება მუდმივად გახლდათ გაჭედილი ორ იდეას შორის: ერთის მხრივ, „ჰამილტონიზმის“ სახელმწიფოს აქტიურ როლსა, ხოლო მეორეს მხრივ, „ჯეფერსონიზმის“ მცირე მთავრობის მაქსიმას შორის, რომლის მიხედვითაც, რაც უფრო ცოტას მართავს მთავრობა, მით უკეთესად მართავს. მათე გაბიცინაშვილი გვიყვება თუ რა ინტელექტუალურ მემკვიდრეობაზე დგას აშშ-ის ეკონომიკური განვითარება და რას გულისხმობს „ამერიკული სისტემა“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

42° პარალელი - ჯორჯ ბუში უფროსი / „დიდი ოცეულის“ სამიტი ბუენოს აირესში / ეპოქის დასასრული
26:12

42° პარალელი - ჯორჯ ბუში უფროსი / „დიდი ოცეულის“ სამიტი ბუენ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42° პარალელი - „დომინოს ეფექტი“ - რას გამოიწვევს INF შეთანხმების ჩაშლა
10:42

42° პარალელი - „დომინოს ეფექტი“ - რას გამოიწვევს INF შეთანხმ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42° პარალელი - 40 წელი ირანის ისლამური რევოლუციიდან / „დომინოს ეფექტი“ / \"Doveriai No Proveriai\"
28:28

42° პარალელი - 40 წელი ირანის ისლამური რევოლუციიდან / „დომინ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42°პარალელი - რაში გვჭირდება ეკონომისტები? გზამკვლევი არაეკონომისტებისთვის
37:01

42°პარალელი - რაში გვჭირდება ეკონომისტები? გზამკვლევი არაეკო...

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42° პარალელი - „დიდი ოცეულის“ სამიტი ბუენოს აირესში
06:03

42° პარალელი - „დიდი ოცეულის“ სამიტი ბუენოს აირესში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42° პარალელი - დაძაბულობა აშშ-ს და ირანს შორის

42° პარალელი - დაძაბულობა აშშ-ს და ირანს შორის

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42° პარალელი - უკრაინა ავტოკეფალიის მოლოდინში

42° პარალელი - უკრაინა ავტოკეფალიის მოლოდინში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42° პარალელი - წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამება 42-ე პარალელში

42° პარალელი - წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამება 42-ე პ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო