გიორგი რურუას საქმე

28.08.2020 01:27

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე მსჯავრდებული გიორგი რურუას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს. უფლებადამცველების განცხადებით, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. მათი თქმით, საქმეში არსებობდა გამამართლებელი მტკიცებულებები, რაც მოსამართლეს არ გაუთვალისწინებია. გიორგი რურუას 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახით ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. გიორგი რურუა არ აღიარებს ბრალს და აცხადებს, რომ მას იარაღი ჩაუდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: