გიორგი რურუას საქმე


გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე დღეს ერთ-ერთი მთავარი მოწმე იკითხება. პოლიციის თანამშრომელი ბექა მახარაძე რურუას დაკავებასა და ჩხრეკაში მონაწილეობდა. მან პროცესზე იარაღის ამოღებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ სამართალდამცველებს ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ. პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ მისი ჩვენება ამტკიცებს სახელმწიფო ბრალდების პოზიციას. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ სწორედ ბექა მახარაძემ ჩაუდო გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი. ადვოკატების განცხადებით, გამოძიებას რურუას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია და მას იარაღი ჩაუდეს, რაც მის ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობას უკავშირდება.

გიორგი რურუა 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან