დაზიანებული საკანილიზაციო მილი - გელაურში მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს

06/02/2019

ქობულეთში, გელაურის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ისინი ამბობენ, რომ მათ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა და ამისთვის სოლიდური თანხებიც დაიხარჯა, თუმცა ქსელი უკვე ამორტიზებულია და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად მდგომარეობა რთულდება. 

ადგილობრივების თქმით, ტერიტორიაზე არასასიამოვნო სუნია და საკანალიზაციო სისტემა ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკს ზრდის.

ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რაც დასახლებას აწუხებს. მათი საცხოვრებელი სახლების უკან მდინარე კინტრიში ჩამოდის, სადაც ჯებირების მონტაჟი აუცილებელია, რადგან ყოველი წვიმის დროს მდინარე კალაპოტიდან გადმოდის, რის შედეგადაც ეზოები იტბორება.

„2018 წელს, რეაბილიტირებული საკანალიზაციო სისტემა რა დღეშია. გამოჟონილია ფეკალიები, აწუხებს მოსახლეობას, გაჩენილია ათასი მავნებელი დაავადება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობამ არა ერთგზის მოითხოვა პრობლემების მოგვარება, სანამ აპრობირებული პრაქტიკას, სანამ ტელევიზია ან ოპოზიცია არ მოვა, მანამდე ამ პრობლემების მოგვარებაზე არავინ არ ფიქრობს,“ - აცხადებს ქობულეთის საკრებულოს წევრი \"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,\" ბონდო თედორაძე.

ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზაზა კაიკაციშვილიაცხადებს, რომ საკანალიზაციო მილის დაზიანება მძიმე ტექნიკამ გამოიწვა, რომელიც იმ დროისთვის, ტერიტორიაზე მუშაობდა. მისი თქმით, მილის შეცვლის პროცესი უკვე დაწყებულია

#ბონდო_თედორაძე
#ენმ

ვიდეოები „აჭარა ენმ / Adjara unm"-ისგან