პრემიერის სამძიმარი ნუგზარ შარიას ოჯახს
81 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია. ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ ავრცელებს. ნუგზარ შარია არაერთი კინოროლით იყო ცნობილი, მათ შორის: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“. 1970 წელს ნუგზარ შარია კუბაში გაემგზავრა და საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდა, შემდეგ პარიზში პოლიტიკურ თავშესაფარი ითხოვა და მალე „რადიო თავისუფლების“ პარიზის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 1971 წელს, ის ნიუ იორკში გადავიდა და „ამერიკის ხმაში“ გააგრძელა მუშაობა. ასევე, ლექციებს კითხულობდა კინორეჟისურაში ნიუ იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. სამძიმრის წერილს ავრცელებს საქართველოს პრემიერიც: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დამსახურებული არტისტის ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო. ბატონმა ნუგზარმა არაერთი დაუვიწყარი როლით შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული კინოხელოვნების ისტორიაში. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ნუგზარის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრემიერის სამძიმარი :(((
Mikheil Japaridze
პრემიერის სამძიმარი ლექსო ლაშქარავას ოჯახს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერის სამძიმარი თურქ ხალხს
Irakli Gharibashvili
ვითარება უკრაინაში - საქართველოს ხელისუფლების გზავნილები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავრობის სხდომა - პრემიერ-მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 09:00 საათზე - 9 სექტემბერი, 2022 წელი
TV IMEDI
ქრონიკა 17:00 საათზე - 13 ოქტომბერი, 2022 წელი
TV IMEDI
საქართველოს პირველი პირები თურქეთში მომხადრ აფეთქებას სამძიმ...
TV IMEDI